ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილიერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის მუდმივად გადმოწევა, საერთაშორისო ზეწოლის შერბილებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის განცხადებებით – რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებითაა გამოწვეული.
“ბიძინა ივანიშვილის მთავრობის რუსეთთან საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პოლიტიკის წარმოების პირობებში ოკუპანტ სახელმწიფოს სულ უფრო უადვილდება ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისათვის ზიანის მიყენება. მცოცავი ოკუპაცია პასუხია იმ კაპიტულანტურ პოლიტიკაზე, რასაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის წევრები ატარებენ.

2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოჭრის, მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა და, ომის ცხელი ფაზის შემდგომ, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რაიონებში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ამსახველი დოკუმენტაციის სამთავრობო საიტებიდან გაქრობა კაპიტულანტური პოლიტიკის ნაწილია.

2008 წლის აგვისტოს შემდგომ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სპეციალურ პორტალზე განათავსა ყველა ის დოკუმენტური მასალა, რომელიც მიეწოდა “ტალიავინის კომისიას”. პორტალზე ბმა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდს. დღეს მასალა მოხსნილია ყველა სამთავრობო ვებგვერდიდან.

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პოლიტიკის წარმოების პირობებში, ეს ფაქტი, შესაძლოა, ვინმესთვის უმნიშვნელო დეტალი იყოს, მაგრამ იგი კარგად ავლენს, რატომ ახორციელებს რუსეთი მცოცავ ოკუპაციას ასე თამამად.

საქმე ისაა, რომ რუსეთზე დღეს მოხსნილია საერთაშორისო ზეწოლა საქართველოსთან მიმარტებაში. ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მიერ მუდმივად იმის გაჟღერებამ, რომ საქართველო “ალაგებს” ურთიერთობას რუსეთთან, შედეგად ის მოგვიტანა, რომ რუსეთი არ ჩერდება და არც რაიმე ფასს იხდის თავისი აგრესიული ქმედების ფასად.

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში, სამთავრობო საიტებიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტური მასალის გაქრობა მხოლოდ მავნებლობად შეიძლება შეფასდეს–აცხადებს ჭიაბარაშვილი

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების პოზიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს
შემდეგი სტატია500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება