“ზურაბ ჩხაიძეზე მინდა ვთქვა კომპლიმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა რეგიონში პროექტს ახორციელებს“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურიის რეგიონში ახალი სამთავრობო პროექტის – “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციისას ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე, მისი ბიზნესსაქმიანობის გამო შეაქო.

როგორც პრემიერმა ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სახელმწიფო მსგავს ბიზნესმენებს მხარში დაუდგება.
“ბატონი ზურაბ ჩხაიძის საწარმო ვნახეთ, რომელიც არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ISO-ს სერთიფიკატის მქონე. მინდა ბატონ ზურაზე რამდენიმე კომპლიმენტი ვთქვა იმიტომ, რომ ეს ადამიანი მართლაც გამორჩეულად, პრაქტიკულად ყველა რეგიონში რაღაც საწარმოს პროექტს ახორციელებს. მე ვიცი, რომ რენტაბელურობა ყველგან არაა. შეიძლება ამ კაცს ნაკლები მოგება დარჩეს, მაგრამ ეს არის სწორედ მაგალითი იმისა, რომ იგი ადგილობრივი წარმოების განვითარების საქმეში  ჩართულია და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ასეთ ბიზნესმენებს მხარში დაუდგება. თქვენ ხართ მართლაც გამორჩეულები, ვინც სახელმწიფოს მშენებლობას და გაძლიერებას ჩვენთან ერთად ეხმარებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმება და ადგილზე დამაგრება უნდა იყოს.

 

banner
წინა სტატიაში“პოლიტიზირებული პოლიცია, შერჩევითი სამართალი,”- მიხეილ მაჭავარიანი გურიაში მომხდარ დაკავებაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი