ზურაბ ტყემალაძე: ჭირვეული ბავშვი რაღაცას რომ დაიჩემებს და გააკეთებს ისე გამოუვიდა, რომ უნდა დაედო ვეტო

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტს კვლავ პოლიტიკური შეხედულებების გამო საყვედურობენ და მისი შენიშვნების გათვალისწინებას არ გეგმავენ. ეროვნული ბანკის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დეპუტატებს უკვე გადაეცათ, თუმცა მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია – პარლამენტმა ვეტო საშემოდგომო სესიაზე უნდა დაძლიოს.

„გარკვეულ უნისონში გაკეთებული განცხადებებია დემოკრატების ნაციონალებისა და პრეზიდენტის. ჭირვეული ბავშვი რაღაცას რომ დაიჩემებს და გააკეთებს ისე გამოუვიდა, რომ უნდა დაედო ვეტო,“ – განმარტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

პარალელურად, თავისუფალი დემოკრატები აქტიურად მუშაობენ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„არსებობს სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ სარჩელი თავისუფალი დემოკრატების გამარჯვებით დასრულდეს,“ – განმარტავს პარტიის გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე რუსეთის სანქციებზე საქართველოს მიერთებას, ხელისუფლების უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს
შემდეგი სტატიაუშბაზე ასვლისას ბელორუსი ტურისტი დაიღუპა