ზურაბ ტყემალაძე – თბილისის მერიაში საკმაოდ ბევრი თანამდებობაა და ახალი შტატის დამატება სწორად არ მიმაჩნია

თბილისის მერიაში საკმაოდ ბევრი თანამდებობაა და ახალი შტატის დამატება სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ახალ მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის შესაძლო დანიშვნას.
“თუკი რომელიღაც რგოლი მოისუსტებს, მისი ჩანაცვლება შეიძლება. ეს უფრო უპრიანია, ვიდრე ის, რომ რამდენი ადამიანის დანიშვნაც მოგვინდება, იმდენი შტატი დავამატოთ”, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
ირაკლი ლექვინაძის მოსალოდნელ დანიშვნასთან დაკავშირებით კი, ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ეკონომისტი იქნება უწყებაში, მით უკეთესი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი: მე პრეზიდენტის საქმეები მეხება და არა მისი შვილების
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი