ზურაბ ტყემალაძე : ახალგაზრდა კაცია გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა

“ახალგაზრდა კაცია გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ნაწყენია და მისი განცხადებაც და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობდა.

“ახალგაზრდა კაცია და გარკვეული წყენა აქვს, როგორც ჩანს. პრეზიდენტის ეს განცხადება გამოჯიბრება იყო. მას კანონი არ დაურღვევია, ჰქონდა ეს უფლება. პრეზიდენტი არ უნდა გადადიოდეს პირადულში,” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი მზად არის ნემცოვის საქმეზე ჩვენება მისცეს
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: პრეზიდენტმა შეიძლება პრემიერად სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს