ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ დატოვეს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ დატოვეს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ დატოვესზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ და ყოფილმა გამომძიებელმა როსტომ ლაზარიამ სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ უკვე დატოვეს.
ბრალდებულებმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს. როგორც მამუკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დანაშაულს მისი და მასთან ერთად ბრალდებული როსტომ ლაზარიას ნაწილში.
კომენტარი გააკეთა ასევე მეორე ბრალდებულმა, როსტომ ლაზარიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი, იგი რაიონის პროკურორის თანაშემწე იყო და ოქმი, რომელსაც ედავებიან, მისი შედგენილია. ლაზარია აცხადებს, რომ მტკიცებულება პროკურატურას მისი დანაშაულის დასადასტურებლად არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 3-3 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები ევროკავშირის ოფისის გახსნაზე საქართველოს პოზიციას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიადროა, “ქართულმა ოცნებამ” თქვას, რომ ატყუებს საზოგადოებას”, – მურთაზ ზოდელავა