ზურაბ ჟვანიას მძღოლი ამბობს, რომ პრემიერი დაცვის გარეშე არასდროს გადაადგილდებოდა

საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვნაიას საქმეზე ამ წუთებში ყოფილი პრემიერმინსიტრის მძღოლი მოწმის სტატუსით იკითხება. მან აღნიშნა, რომ ჟვანია დაცვის გარეშე არასდროს გადაადგილდებოდა.

ამ დროსითვის უკვე დაკითხა დაცვის ერთ-ერთი თანამშრმელი, რომელმაც დაცვის მუშაობის სისტემაზე ისაუბრა და პასუხები გასცა დაცვისა და ბრალდების მხარეს.

“დაკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ თუ დაცვის თანამშრომელი კობა ხარშილაძე ეტყოდა ცენტრი 1-ს საბურთალოს ქუჩა 53 ა-ს შესახებ, ეს ეცოდინებოდა ოპერატიულ ჯგუფს და ადგილობრივ პოლიციას. მითითება, რომ შეიძლება კოდირებული ყოფილიყო, არის აბსურდი იმიტომ, რომ ცენტრი 1-ზე მიწოდებული ინფორმაცია საიდუმლო არ არის შს სამინისტროსთვის და ოპერატიული სამსახურისთვის. შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას მონახულების ადგილის თაობაზე, რომელიც კონფიცენციალურ ბინად ჰქონდა, ამის თაობაზე ერთი და ორი კი არა ბევრი ადამიანი გაიგებდა,”- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დაკითხული მოწმის ჩვენებაზე ისაუბრა პროკურატურის წარმომადგენელმაც.

“დაკითხა სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომელი რომელმაც ისაუბრა, რომ პირადი დაცვის თანამშრომლების ქმედებები მკაცრად იყო გათვალისწინებული. მან ისაუბრა, თუ რა უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რომ დასაცავი პირი ყოფილიყო დაცული,” – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

სხდომას საქალაქო სასამართლოში ესწრება ბრალდებული კობა ხარშილაძე. ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსსა და ასევე ყოფილ დაცვის წევრს სასამართლო სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ქართული დროშა ჩამოხსნეს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: თივის ზვინზე ცელქი ბავშვივით მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხელიდან ასანთს ვართმევთ