ზურაბ მელიქიშვილი: მინისტრის აღიარება, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა უშედეგო იქნება, თუ ამას მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს აღიარა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, თუმცა ეს უშედეგო იქნება, თუ მთავრობის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყვება.

„დღეს საზოგადოებამ ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილისგან მოისმინა პირდაპირი და ძალზედ მძიმე აღიარება იმ მდგომარეობისა, რომლის შედეგებსაც საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარ თავზე გრძნობს. მან პირდაპირ აღიარა, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არ იქნება, თუ მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება. მინისტრი საუბრობს, რომ თუ ლარი 2.54-ზე ავა, ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, რომ სამინისტროში წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისება ხდებოდა გაცემული ავანსების ხარჯზე და ის  ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებას აღარ აპირებს, მაგრამ ამავდროულად ხელისუფლების ფინანსური და ეკონომიკური სახედ კვლავ ნოდარ ხადური რჩება. აი ესაა პრობლემა. ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა თუ როგორ უნდა დაიძლიოს ლარის გაუფასურება. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ მათ გადასახადების შემცირებას, იმ რეგულაციების გაუქმებას, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღეს, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების და ა.შ. თუ არ განხორციელდება აღნიშნული ნაბიჯები, მდგომარეობა მართლაც სავალალო იქნება“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია ლეგენდარული მომღერლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაეიფელის კოშკი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიკეტა