ზურაბ კიწმარიშვილი – ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოიკვეთნენ ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა

ზურაბ კიწმარიშვილი - ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოიკვეთნენ ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდაეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკვეთნენ კონკრეტული ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები, რომლებზეც საუბრობს, აქამდე საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქმეში.
“დღეს მოვედით პროკურატურაში, რომ მივიღოთ ინფორმაცია, გამოძიებამ რა დაადგინა ამ ადამიანებთან მიმართებაში და რა ახალ ინფორმაციას ფლობენ ამ კუთხით. ვისურვებდი, რომ პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს. დღეს მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას”, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ზურაბ კიწმარიშვილი თბილისის პროკურატურაში ოჯახის ადვოკატთან ერთად მივიდა.
ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატიაირაკლი გოგოხია – ბოტანიკური ბაღისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო