ზურაბ გურიელიძის შეფასებით ზოოპარკის ზარალი ძალიან დიდია

ზოოპარკის დირექტორს ზარალის შეფასება უჭირს. ზურაბ გურიელიძის თქმით, ზარალი ძალიან დიდია.

„ცხოველების მხრივ ზარალი არ შემიძლია, შევაფასო რაღაც ფულადი ერთეულებით, ზოგ შემთხვევაში იმდენად ძვირფასი გენეტიკური ექსპონატები იყვნენ. გარდა ამისა, მთელი ჩვენი აღჭურვილობა, თითქმის ყველაფერი, განადგურებულია,“ – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

ზოოპარკის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს და დახოცილი ცხოველებისა და სტიქიის შემდეგ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ზოოპარკის ტერიტორიიდან გასულ თითოეულ მანქანას პრევენციის მიზნით დეზინფექცია უტარდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი და მარგველაშვილი ბრატისლავაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა მზიურის ტერიტორია მოინახულა