ზურაბ გურიელიძე: ცხოველის გვამი ძალიან ჰგავდა აფთარს, მაგრამ არ აღმოჩნდა აფთარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა, რომელიც ადგილზე ზოოპარკის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცხოველის გვამის დასათვალიერებლად და ამოსაცნობად ჩავიდა.

“წინასწარი დათვალიერებისას ცხოველის გვამი ძალიან ჰგავდა აფთარს, მაგრამ არ აღმოჩნდა აფთარი. აფთარს აქვს მომცრო ტანი და დიდი კბილები, ამ ცხოველს კი დიდი ტანი და მომცრო კბილები აქვს. ეს დიდი ზომის ძაღლია, თუმცა ჩვენ ნიმუშები მაინც ავიღეთ”, – აღნიშნა გურიელიძემ.

რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მდინარე მტკვარში ცხოველის ლეში ნახეს ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული. არსებობდა ეჭვი რომ ეს ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ზოლიანი აფთარი შეიძლება ყოფილიყო.

banner
წინა სტატიაში“დღეს, როცა ქალაქი საცობებით სავსეა, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატიარუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა