ზურაბ გურიელიძე: ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი ქალაქშია გაბნეული

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილი ქალაქშია გაბნეული.

როგორც მან სტიქიის ზონაში განაცხადა, ჯერჯერობით ქალაქში არც ერთი ცხოველი არ უპოვიათ.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხოველები დაგვეღუპა, საბედნიეროდ ნაწილის გადარჩენა მოვახერხეთ. დაღუპულია სამი თანამშრომელი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“ – განაცხადა ზიურაბ გურიელიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს დაკარგული ცხოველების ძებნა, თუმცა ზუსტი რაოდნეობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სადღაც ქალაქში გასულები, ამიტომაც ვეძებთ, რასაც იპოვიან მოიყვანენ, ჯერჯერობით ქალაქში არც ერთი ცხოველი არ უპოვიათ.

ერთი გარეული ღორი იყო გასული, დავიჭირეთ და დავაბრუნეთ, ბეჰემოტი რომელიც გმირთა მოედანზე იყო, ისიც უკან მოვიყვანეთ“ – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ლომების, ვეფხვების და მაიმუნების გადარჩენა ვერ მოხერხდა, მათ გალიიდან გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შესაბამისად სტიქიას ემსხვერპლნენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის ინიციატივით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის მინისტრი: სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს