ზურაბ გურიელიძე: ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია

ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ საგანგებო შტაბში ცოტა ხნის წინ თბილისის მერი მივიდა. დავით ნარმანია არსებულ ვითარებას გაეცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, ზოოპარკის რეაბილიტაციისა და გაწმენდითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა. თბილისის მერის თქმით, სტიქიის ზონაში პირველ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი გამოცხადდება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფება ზოოპარკის დირექტორიც.

“აქ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია, ლაპარაკი რომ იყოს მცირე შერემონტებაზე, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ყველაზე ძვირადღირებული, რაც გახლავთ ბეჰემოტის, მტაცებლის ვოლიერები თავიდან არის ასაშენებელი, ჯობს აშენდეს იქ, სადაც უკეთესი პირობებია. მით უმეტეს, როდესაც ტერიტორია არსებობს და საძებნელი არ გვაქვს,”-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი: ბიუჯეტს შემცირება არ ემუქრება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე