ზურაბ გვასალია: საბანკო სექტორის მხრიდან დაზარალებულებისა და ქალაქისთვის გაწეული დახმარება მასშტაბური იქნება

დახმარება, რომელიც საბანკო სექტორმა შეიძლება სტიქიის შედეგად დაზარალებულებს და ქალაქს გაუწიოს, დიდი და მასშტაბური იქნება, – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ გვასალიამ განუცხადა.
“საბანკო სექტორი დაზარალებულთა სოლიდარობის საქმეში ერთიანია. 80-85 პროცენტი მსესხებლებისა, რომლებიც დაზარალდნენ, დადგენილია. ყველა შეღავათი, ყველა ფორმა, დაწყებული ჩამოწერით – საბანკო სექტორის მხრიდან გამოყენებული იქნება. გარდა ამისა, საბანკო სექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, ასევე ქალაქს და ქვეყანას”, – განუცხადა ჟურნალისტებს გვასალიამ.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით დაზარალებულ მოქალაქეთა დაახლოებით 80 პროცენტის ვალი 282 ათასია, რაც გვასალიას შეფასებით, შესაძლოა 300 ათასამდე გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: პროკურატურის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებული განცხადება სამარცხვინოა