ზურაბ ადეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე კომენტარს აკეთებს

„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა

adeishvili2„ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიმართ გაჩნდა,“ – ასეთია ზურაბ ადეიშვილის შეაფასება სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც იუსტიციის ყოფილმა მინიატრმა პირველი კომენტარი გადაცემა არჩევანთან გააკეთა.

“თავისთავად ეს ფაქტი იყო ძალიან მძიმე. ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მაშინ ჩვენი ხელისუფლების მიმართ გაჩნდა. ამ ფაქტს მოჰყვა ასევე მძიმე ნაბიჯები, დაგვიანებული რეაგირება. ვერ მოვახერხეთ უფრო გამჭვირვალე და ღია გამოძიების ჩატარება. შესაბამისად, ვერ შევძელით ის, რომ საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც ამ ფაქტში მონაწილეობდა, დაისაჯა. რის შედეგადაც ამომრჩეველში გაჩნდა კითხვის ნიშნები ჩვენს ნდობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჩუქა თუ არა ივანიშვილმა ადეიშვილსა და მერაბიშვილს სახლები?
შემდეგი სტატიაუკრაინამ ახალი ტანკი სერიულ წარმოებაში გაუშვა