ზურაბ ადეიშვილი: ევროპაში ცხოვრება ადვილი არ არის

ზურაბ ადეიშვილი ციხეში არსებულ ვითარებას ნაციონალური მოძრაობის პრობლემად აფასებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ევროპაში ცხოვრების შესახებ გადაცემა არჩევანთან საუბრობს და ამბობს, რომ მას და მის ოჯახს საქართველოდან წასვლის შემდეგ ბევრი პრობლემა ჰქონდა, რადგან “ევროპაში ცხოვრება ადვილი არ არის”.

ზურაბ ადეიშვილის თქმით, მის ოჯახს თბილისში, საბურთალოზე, სამოთახიანი ბინის გაიყდვა მოუწია. ევროპაში ყოფნისას კი სულ მუშაობს და ოჯახს ასე არჩენს.

„ბევრჯერ უკითხავთ და მეც ბევრი მიფიქრია, ხომ არ იყო შეცდომა ჩვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა რომ არ გამოვიყენეთ, მაგრამ პატიოსნება და წესიერება არის ყველაზე კარგი პასუხი ამ კითხვაზე. თუნდაც ჩემი მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ინტერპოლით ძებნილი, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ვყოფილიყავი შევიწროვებული ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მე მაქვს კარგი სამსახური და შემიძლია, ჩემი შრომით ვარჩინო ოჯახი,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიეს ტენდენცია კი მას შემდეგაც გრძელდება -ადეიშვილი პატიმრებზე
შემდეგი სტატიაადეიშვილს იუსტიციის მოქმედ მინისტრზე საუბარი არ სურს