ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 15 ივლისს გაიმართება

კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით პრაღაში 15 ივლისს გაიმართება. მანამდე კი განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეფონით ისაუბრეს.აბაშიძის თქმით, ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემის საკითხსაც განიხილავენ. რაც შეეხება 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველთა კომპენსაციებს, პრემიერის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის ფორმატიდან გამოდინარე მისი განხილვა არ იგეგმება.აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მთავარი საკითხები კვლავ ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებია.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავეს