ზურაბ აბაშიძე: საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში არ იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თემა არ არის აქტუალური საერთაშორისო განხილვის ასპარეზზე. ზურაბ აბაშიძემ საპასუხო განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა:

“რამდენად წარმოჩინდა საქართველოს თემა ბოლო ხანს გაეროში, ვაშინგტონში, ზოგადად, აბსოლუტურად ნათელი პასუხია ამის თაობაზე. რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა პრემიერს გენერალურ ასამბლეაზე, იყო ორმხრივი შეხვედრები გაეროში, პრეზიდენტსაც ჰქონდა მრავალი შეხვედრა. ამიტომ, ვფიქრობ საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში,“ – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გეგეშიძე საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა