ზურაბ აბაშიძე: საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში დასრულდა. ზურაბ აბაშიძის თქმით, საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აგვისტოში შვეიცარიაში მუშა ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. ის იმედოვნებს, რომ სათანადო კონტრაქტები გაფორმდება შვეიცარიულ კომპანიასთან.

“საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება,”-განაცხადა აბაშიძემ.

გრიგორი კარასინის თქმით, ემოციური ფონის მიუხედავად, მოლაპარაკებები შედგა.

“დავსახეთ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც მოსაგვარებელია. ეს ეხება ცალკეულ სამინისტროებს, ტრანსპორტის უწყებას, სავაჭრო ორგანიზაციებს და ჰუმანიტარულ სტრუქტურებსაც, რომლებმაც უკვე დაიწყეს აქტიური თანამშრომლობა. მორიგ შეხვედრაზე ტელეფონით შევთანხმდებით, მანამდე კი მთავარია, ვიმუშაოთ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე. სურვილი დიდია, როგორც ნახეთ ამჯერად ჩვენი კოლექტივის შემადგენლობაში ჩავრთეთ სატრანსპორტო სფეროს ხელმძღვანელები,”-განაცხადა კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიკონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაკარტელური შეთანხმების გამო ქართული ნავთობ-კომპანიები 55 მლნ. ლარით დაჯარიმდნენ