ზურაბ აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

1„ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, აღნიშნული წევრების მიერ პარტიის დატოვება ენმ-ს სერიოზულად დაარტყამს და რღვევას გამოიწვევს. ამასთანავე აბაშიძე ენმ-დან წამოსულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„ეს თუ ასე მოხდება, ეს მათ პარტიას სერიოზულად დაარტყამს და პარტიის რღვევას გამოიწვევს. პარლამენტს შიგნით ვინ ვისთან ითანამშრომლებს და რა საკითხებზე გვექნება მსჯელობა ამას მომავალი დაგვანახებს, შიდა საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე. ჩვენ მზად ვართ ყველა პარლამენტართან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად ვისაუბროთ მნიშვნელოვან საკითხებზე“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობა” პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიხულოდან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გაიტაცეს
შემდეგი სტატიანაციონალურ მოძრაობაში პარტიის ყოფილი წევრების არგუმენტებს ელოდებიან