ზურაბ აბაშიძე: ზოგზოგიერთებმა ვერ აიტანეს ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს და მასთან ერთად “თავისუფალ დემოკრატებში” მისი მეგობრებიც რჩებიან.

აბაშიძის თქმით, შეუძლია დაადასტუროს, რომ არც პარტიის წევრი ვიქტორ დოლიძე აპირებს გაერთიანების დატოვებას.

“ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ვარ პარტიაში და ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნას ვაპირებ. ჩვენ მარტო პარტია არ გვაკავშირებს. პარტიის დატოვებას გამოვრიცხავ. ვიქტორ დოლიძის სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ისიც ასე ფიქრობს. მე და ვიქტორი მხოლოდ პარტიაში არ ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან. ჩვენი ერთობლივი ცხოვრება საკმაოდ ბევრ წელს ითვლის. მეგობრობას და სწორედ ეს არის, რომ ზოგზოგიერთებმა ვერ აიტანეს ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა. ამ მიამრთულებით მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც კამპანიასაც ვერ დავარქმევდი”, – აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზალკალიანმა პარტია დატოვა. აღნიშნულის მიზეზად ის არასამთავრობო სექტორში გადასვლას ასახელებს.  ამასთან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანის შემდეგ “თავისუფალ დემოკრატებს” კიდევ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე დატოვებდნენ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ხელისუფლება სასამართლოსა და მედიაზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს
შემდეგი სტატიარუსეთი ნიდერნალდების კომისიის გამოძიებას კატეგორიულად არ ეთანხმება