ზურაბ აბაშიძე: ვცდილობთ რომ ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგად წარუძღვება თავის ახალ საქმიანობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ამბასადორიალის დაწყების წინ განუცხადა.

“შარშან გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. მომავალ წელს გვექნება სერიოზული სიახლეები ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ამავე დროს ვცდილობთ რომ ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან. გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება, მოვაგვაროთ. ჯერ-ჯერობით ნორმალურად მივდივართ, გვაქვს სრული მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან კომენტარი საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრზეც გააკეთა და მისი მუშაობის პერიოდი შეაფასა. აღნიშნა, რომ ბერუჩაშვილმა კარგად იმუშავა და ის დიდ გამოცდილებას მომავალშიც გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა