ზურაბ აბაშიძე: არ გვაქვს განცდა, შს სამინისტრო ისე იყოფა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მიმართულებით მომზადებულ ახალ რეგულაციებს “თავისუფალი დემოკრატებიც” აკრიტიკებენ.
“ტერმინი “ოდეერი” აღარ ისარგებლებს, მაგრამ შემოთავაზებული რეგულაციის გათვალისწინებით, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე უწყებამ უსაფრთხოების სამსახურს საკუთარი ინიციატივით მიმართოს და ხელშეკრულების გაფორმება სთხოვოს. დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირ დავალებით ან მინიშნებით მოხდება”, – განაცხადა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტის განხილვისას.
მისივე შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნვლყოფს იმას, რომ უსაფთხოების სამსახურები პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური დევნისთვის არ არ იყოს გამოყენებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოფა, როგორც იყო ამის დაპირება, მაგრამ არ გვაქვს განცდა იმისა, რომ იყოფა ისე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს”, – განაცხადა აბაშიძემ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც შსს გაყოფასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იხილავს.
ამასთან, კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს. ასეთი სუბიექტებისთვის კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს დაადგენს, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციას და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას გაუწევს კონტროლს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტით ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებული ჩანაწერი უქმდება.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა