ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ თბილისმა რუსეთს დახმარებაზე უარი უთხრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ადასტურებს, რომ თბილისში მომხდარი სტქიის შემდეგ რუსეთმა ქართულ მხარეს დახმარება შესთავაზა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართულმა მხარემ ამ დახმარებაზე უარი თქვა, რადგან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობდა.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მართვის განხრით შემოგვთავაზეს დახმარება, თუ კი არის ასეთი საჭირო, მზად იყვნენ, მაგრამ, ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება არ არის, ამით დასრულდა საუბარი და გაგრძელება არ მოყოლია,” – განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროდ, ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს“
შემდეგი სტატია„ინფექციების გავრცელების საფრთხე არ არსებობს და პრევენციული ღონისძიებები 2 ეტაპად მიმდინარეობს“