ზუგდიდში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები გაასამართლეს

11295824_1600496266902041_1120335457844223273_nხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შენობაში გამართული სასამართლო პროცესი…
,,თაიმერის” კორესპოდენტის ინფორმაციით, დღეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული იმ ათი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გასული წლის სექტემბერში, შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააპატიმრეს.

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, დაპატიმრებულთაგან ორი პირი უბილავა და ქუხილავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს დანარჩენ რვას კი პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ პატიმრობა შეფარდებული 8 პირიდან ერთს ქურდული სამყაროს წევრობა მოეხსნა და მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების გამო იქნა გასამართლებული… დანარჩენი 7 პირს კი ქურდული სამყაროს წევრობა დაუმტკიცდა.

გათავისუფლების ახლობლები სამართლიანობის გამარჯვებაზე საუბრობენ. ხოლო იმ პირების ნათესავები, ვინც პატიმრობაში დარჩნენ, განაჩენს აპროტესტებენ და მათი ოჯახის წევრების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი – დიალოგს გააგრძელებენ ისევ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
შემდეგი სტატია“რა პარტიაც არ უნდა შექმნან ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად”