ზუგდიდში ქალს თავს დაესხნენ და მანქანა წაართვეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ზუგდიდში ვალუტით მოვაჭრე შუახნის ქალბატონს თავს დაესხნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველები სახლში მიმავალი ქალბატონის ავტომობილს წინ გადაუდგნენ, მინები ჩაამსხვრიეს და დაზარალებულს სახეზე დაუდგენელი სითხე შეასხეს.

ქალბატონი სასწრფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც არასტაბილური საციცოცხლო პარამეტრების გამო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მძარცველებმა ქალბატონის კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთ ქუჩაზე მას ცეცხლი წაუკიდეს და მიიმალნენ.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა
შემდეგი სტატიამარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს