ზუგდიდში უპატრონო ცხოველების თავშესაფრი მოეწყობა

ქალაქ ზუგდიდში უახლოეს მომავალში ცხოველების თავშესაფარი მოეწყობა. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ საკრებულოს 7 თვის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე შესაძლოა ის არ იყოს მაღალი სტანდარტების შესაბამისი , მაგრამ, მთავარია უპატრონო ცხოველებს ჰქონდეთ თავშესაფარი, სადაც მათი სტერილიზაცია- კასტრაცია მოხდება.

“ამ საკითხების შესასწავლად და გადასაჭრელად ლიტვის რესპუბლიკაში სტუმრობის დროს დავათვალიერეთ ქალაქ კაუნასის უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი, გავეცანით მათ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, უპატრონო ცხოველებს ჩვენს ქალაქშიც ჰქონდეთ ნორმალურ პირობებში არსებობის საშუალება” , – თქვა მერაბ ქვარაიამ.

banner
წინა სტატიაშიგალის სკოლებში დედა ენა მეგრულად ისწავლება
შემდეგი სტატიაგია სოსანაშვილის ოჯახის წევრების მტკიცებით, სოსანაშვილს მძიმე დაავადება აქვს