ზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

ზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

ზუგდიდში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაკომპეტენტურობასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. კონკუსრანტებს კითხვები მხოლოდ ბოლო -გასაუბრების ეტაპთან დაკავშირებით აქვთ და ამბობენ , რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებნ. აღნიშნულ საკითხზე, კონკურსანტებმა ვიქტორია ბუკიამ, ბადრი დარასელიამ და ციცინო ფიფიამ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
“გასაუბრება გავიარე, როგორც ქალაქის ასევე, მუნიციპალიტეტში მოქმედ საკონკურსო-საატესტაცი კომისიასთან, რადგან განაცხადი ორივეგან მქონდა გაკეთებული. გასაუბრებები ერთმანეთს შევადარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრება სრული ფარსი იყო. კითხვები კი, არაკომპეტენტური”, – თქვა საგანგებოდ გამართლ ბრიფინგზე ბადრი დარასელიამ..
აპლიკანტების ბრალდებებს დღესვე უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ.
“საპრეტენზიო კომისიაში სულ 8 საჩივარი შევიდა. კომისამ თითოეული აპლიკანტის საჩივარი განიხილა. ასვე, მოუსმინა გასაუბრების აუდიო ჩანაწერს და ამის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს”, -განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა გოგიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების პროცესი 5-8 დეკემბერს ჩატარდა. კონკურსის შედეგად 159 თანამშრომელი შეირჩა. აქედან, 42 ახალი კადრია.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია,”- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული ალელიშვილი სპეცრაზმიდან გუშინ გაათავისუფლეს