ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული დღეს გაიხსნება

ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული დღეს გაიხსნება

ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული დღეს გაიხსნებაზუგდიდის მერია, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იწყებს პროექტს სახელწოდებით – “თოვდა და თბილისს ებურა თალხი”-ს განხორციელებას. კვირეული ზუგდიდში დღეს, 20 თებერვალს გაიხსნება და 27 თებერვალს დაიხურება.
ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
კვირეულის გახსნის დღეს, 20 თებერვალს კინოთეატრ “ატრიუმში” მარო მაყაშვილზე გადაღებული ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა. დოკუმენტური ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდი“ – ის ჩვენების შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ამავე ფილმის დამდგმელ რეჟისორ გია ჭუბაბრიასთან. შეხვედრას დაესწრებიან უფროსკლასელები და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები. ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება დისკუსია. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ დავალება, ფილმით მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები გადაიტანონ ტილოზე.
23 – 27 თებერვალი 15:00 საათზე ზუგდიდის „არტ გალერეაში“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. 25 თებერვალს 14:00 საათზე კი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალების გამოფენა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიერთი ქილა ერბო, ოქროს თევზი, ნატვრის თვალი, ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან –ნუკრი კანთარია
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესო-დავით ნარმანია