ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა ცრუ დასმენის მუხლით გადაკვალიფიცირდება

timthumbსაქმე ზუგდიდში ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტს ეხება…
27 მაისს ,,თაიმერში,, გასული ინფორმაციის ტანახმად, ზუგდიდში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომელს კახა ბუკიას თავს დაესხნენ, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და ძალის გამოყენებით 4 ათასი ლარი წაართვეს.
დღეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ ,,თაიმერისათვის,, მიწოდებული ინფორმაციით, მომხდარზე შეტყობინება გუშინვე მიიღეს. გამოძიება მაშინათვე დაიწყო და საქმე დაკვალიფიცირდა როგორც ძარცვა. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომელმა თვითონ მოაწყო ძარცვის ინსცენირება, რადგანაც დამსაქმებელი კომპანიიდან მითვისებული ქონდა აღნიშნული ოდენობის თანხა.
პროკურატურა უახლოეს საათებში გადააკვალიფიცირებს აღძრული საქმის მუხლს. საქმე ცრუ დასმენის მუხლით გაგრძელდება.
მოგვიანებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად… კახა ბუკია და მისი ოჯახის წევრები უარყოფენ ძარცვის ინსცენირების ფაქტს და ბუკიას მხრიდან აღიარებით ჩვენების მიცემას.

banner
წინა სტატიაშიკიოლნში ბომბის აფეთქებამდე ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: აშშ მზად არ არის უკრაინისთვის იომოს, მაგრამ მას დაეხმარება