ზუგდიდში ბინების განაწილების პროცესი აქციის ფონზე მინდინარეობს

ზუგდიდში ბინების განაწილების პროცესი აქციის ფონზე მინდინარეობს

11051846_1575151872769814_4236949690652844907_n11081381_1575151946103140_7130011584982252852_nდევნილთა 320 ოჯახს გადაცემენ საცხოვრებელი ფართის მფლობელობის  დოკუმტაციას.მათი შესახლება კი ხვალიდან დაიწყება.პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს–ამის შესახებ ზუგდიდიდან “თაიმერის” კორესპოდენტი იტყობინება

 

როგორც ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამას ყველა მეტად საჭიროებენ.

თუმცა იმ შენობის გარეთ, სადაც ბინების გაფორმების პროცესი მიმდინარეობდა, უკმაყოფილო დევნილები შეიკრიბნენ, რომლებიც ფართების არაობიექტურ გადანაწილებაზე საუბრობენ და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

11087198_959420794075678_826875762_n

ერთ-ერთი დევნილი თალიკო ზარანდია დღეს აქციაზე შეუძლოდ გახდა, მისთვის სასწრაფო სამეცდიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

„ჩვენი ორი ოჯახი ამოწყდა აფხაზეთში. მარტო დავრჩი, სამადლოდ ვცხოვრობ ნათესავებთან. რა ვქნა შვილო, სად წავიდე, ვის მივმართო? ნუთუ არ მეკუთვნის ერთი ბინა? აფხაზებმა ტყვედ ამიყვანეს და 4 თვის შემდეგ გამომიშვეს, ესენი კი ცოცხლად მმარხავენ, ეს არის მტავრობა შვილო?“, – აცხადებს თალიკო ზარანდია.

ამის პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები ზუგდიდში იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები ვერ მიიღეს

banner
წინა სტატიაშიახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს
შემდეგი სტატიაფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 31 მარტიდან ამოქმედდა.