ზუგდიდში ბაჩო ახალიას წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრში დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ბაჩო ახალაიას წიგნის დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, იმის გამო ჩაიშალა, რომ ე.წ. სუსის თანამშრომლებმა ღურწკაიას სახელობის სკოლის დირექტორი განყოფილებაში დაიბარეს.

“ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი “ქართული ოცნების” ისტორიაში. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ზუგდიდში არ ჩატარდეს ბაჩო ახალიას წიგნის პრეზენტაცია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ეშინია პატრიოტი ადამინების,” – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

დეპუტატის განმარტებით, პრეზენტაციაზე მოწვეული იყო ერთ-ერთი სოხუმელი ოჯახიც, რომელმაც, მინაშვილის განცხადებით, ზუგდიდში ჩასვლა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა მათ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აუკრძალეს.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილი სამებაში გადაასვენეს
შემდეგი სტატიაზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე ახლადგახსნილი ავტობანის სავალი ნაწილი ჩაინგრა