ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ188 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ138-კმ153 მონაკვეთში. ხოლო კმ154-კმ188 გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ138 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიბექა მიქაუტაძე: საბურთალოს რაიონის გამგეობა მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს
შემდეგი სტატიაარასამტავრობო ორგანიზაციები ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ