ზუგდიდი–ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია

დაახლოებით ერთი საათია გადაკეტილია ზუგდიდი–ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. ადგილობრივი მკვიდრები,  აბულაძეების ოჯახის წევრები სოფელ ანაკლიის ცენტრიდან 2 კოლომეტრში აქციას მართავენ.

როგორც “თაიმერის” ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება აბულაძეების ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ისინი 3 წლის წინ დაკარგული შვილის ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

44 წლის გოგიტა აბულაძე სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, გოგიტა აბულაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთში გადასვლამდე აბულაძემ წერილი დატოვა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, წერილში ეწერა, რომ გოგიტა აბულაძე აფხაზეთში გადადიოდა “ევგენი ბორისოვთან” შესახვედრად.

banner
წინა სტატიაშიმუსულმანური სამყარო ,,შარლი ებდოს,, წინააღმდეგ საპროტესტო ტალღამ მოიცვა
შემდეგი სტატიაილია მეორე – ხედავთ როგორ მღელვარე დროში ვცხოვრობთ