ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ. ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. სოფელი ხურჩა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის 9 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც სოფელ ხურჩაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. სოფელ ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფელში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში.ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

სოფელი ხურჩა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის 9 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც სოფელ ხურჩაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

სოფელ ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფელში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.

საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

banner
წინა სტატიაში2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის სიმბოლოს პრეზენტაცია (VIDEO)
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს