ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები დავით უსუფაშვილს მიმართავენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები დავით უსუფაშვილს მიმართავენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები დავით უსუფაშვილს მიმართავენქალაქ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები შენობის გაყიდვის ფაქტს აპროტესტებენ და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. ამასთან “თაიმერთან” საუბრისას საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ მიერ 28 ივლისს გაკეთებული განცხადება ბრიფინგზე მოსულმა არცერთმა ტელეკომპანიამ არ გაუშვა ეთერში, გარდა ზუგდიდის ადგილობრივი მაუწყებელი “ოდიშისა”. საავადმყოფოს თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ თუ ვისგან ხდება მათი პრობლემის გაშუქების დაბლოკვა. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯერ-ჯერობით თანამდებობაზე რჩება.

“თაიმერი” ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეგიონალური ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა 1994 წ. თანამშრომლების მიერ რეკონსტრუირებულ შენობაში სასწრაფო საჭიროებით რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო და როგორც ერთადერთი პროფილური საავადმყოფო, რომელიც ემსახურება რეგიონს, ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ჩვენი საავადმყოფოს მეშვეობით არ კარგავენ იმ მცირედ კავშირს საქართველოსთან, რომელიც ესოდენ სათუთია. თუ არ იქნება კვალიფიცირებული მედ-პერსონალი, ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა, დაიკარგება მათი საქართველოსთან კავშირის გარდაუვალი აუცილებლებლობა.
წინა წლებში ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე სამეგრელოში სიმბოლურ ფასად პრივატიზებულ იქნა მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯანდაცვის ობიექტები, მათ შორის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოც. რამოდენიმე ეტაპის შემდეგ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო აღმოჩნდა შ. პ. ს. ბლოკ ჯორჯიას მფლობელობაში ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, რაც ნიშნავს პირდაპირ ჩუქებას დაინტერესებულ კერძო პირზე და ობიექტის გაწირვას დასახურად, შესაბამისად ავადმყოფების გაწირვას დასაღუპად, სერთიფიცირებული, კვალიფიცირებული პერსონალის დაკარგვას, ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლას, რაშიც ბლოკ ჯორჯიას ინტერესები იკვეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს მატერიალურ ტექნიკური ბაზა იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, და საავადმყოფოს შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება, ადმინისტრაციას კი საჭირო სახსრები არ გააჩნდა, 9 წლის განმავლობაში ბლოკ ჯორჯიას არც ერთხელ არ შემოუთავაზებია დახმარება, არ დაინტერესებულა ობიექტის მდგომარეობით და საჭიროებით, სამაგიეროდ ხშირად გვემუქრებოდნენ ობიექტის დახურვით სიტყვებით ,,არ გვჭირდება ეს დაწესებულება“.
საავადმყოფოს დღემდე არსებობას უნდა ვუმადლოდეთ ბ-ნ ფრიდონ თოდუას ავტორიტეტს, მის მფარველობას და კოლექტივის პროფესიონალიზმს.
2005 წლიდან საავადმყოფოს ბაზაზე გაიხსნა აივ ინფექცია შიდსის ცენტრი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაავადების დიაგნოსტიკით, მკურნალობით, როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად. ამ წლების განმავლობაში პროგრამით მოგვმართა 487 შიდსით ინფიცირებულ პირმა, მათ შორის 80 ოჯახი, 6 ბავშვი, დევნილი 240. ჩვენმა კოლექტივმა გადაიტანა დიფტერიის ეპიდემია, 1998 წლის გალის მოვლენები, 1999 და 2000 წლების ტიფის ეპიდემია ( არ გვქონია არცერთი ლეტალური გამოსავალი).
2015წ 19 მაისს ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით ჩამოვიდა 5 კაციანი ჯგუფი და მივიღეთ დავალება ,,C” ჰეპატიტის ელიმინაცია პროგრამის განსახორციელებლად შესაბამისი მოთხოვნებით, რომელიც ჩვენს მიერ შესრულდა დროულად და ხარისხიანად, მაგრამ პროგრამა დღემდე არ დაწყებულა.
დღეს ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაში ჩართვის პერსპექტივას, ვინაიდან გაჩნდა მათთვის მეტი ფინანსური სარგებელის მიღების შანსი, მოჰყვა ,,ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლების გაუფრთხილებელი ხშირი სტუმრობები, სიტყვიერი მუქარით, პროგრამის დაპატრონებით, თანამშრომელთა რაოდენობისა და ხელფასების შემცირებით და ასევე დაბალხარისხიანი და შესაბანისად იაფფასიანი მედიკამენტების გამოყენებით, რაც უარყოფითად აისახება მკურნალობის ხარისხზე.
2015 წლის 27 ივლისს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ,,ბლოკ ჯორჯია“ ინფექციურ საავადმყოფოს „ესტუმრა“ დირექტორის პოსტზე თავისი მიერ დანიშნული პიროვნების თანხლებით, რამაც გამოიწვია კოლექტივის უკმაყოფილება, საქმე მივიდა სიტყვიერ შეურაცხყოფამდე ,,ბლოკ ჯორჯიას წარმომადგენლებსა და კოლექტივის წევრებს შორის, პროცესი გახდა უმართავი, პროცესში ჩაერთო ავადმყოფები (ინფიცირებული) და საჭირო შეიქმნა სამართალ დამცავი ორგანოების ჩარევა.
მოვითხოვთ ობიექტურ მიდგომას აღნიშნული საკითხისადმი.

ჩვენი კოლექტივის დიდი სურვილია პირადად შეგხვდეთ და პირადად თქვენ მოგახსენოთ უფრო ვრფლად და დეტალურად ჩვენი პრობლემების შესახებ”,– აღნიშნულია მიმართვაში.

 

 

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის პოზიციების ასეთი თანხვედრაა