ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მამა ილიას კარტოზიას სახელი დაერქმევა

უახლოეს ხანებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალ დებულებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს, რომლის შემდეგაც ქალაქ ზუგდიდის ზოგიერთ ქუჩებს შესაძლოა სახელი შეეცვალოს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია განმარტავს, რომ  მოწესრიგდება ფირნიშნები და ქუჩების ნუმერაცია, რომელიც ამ დროისთვის ფაქტიურად არ არსებობს.

მისივე განმარტებით, ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას უახლოეს მომავალში მამა ილია კარტოზიას სახელი დაერქმევა. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებთან. ამასთანავე დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მოთხოვნა შევიდა იმავე საკითხთან დაკავშირებით.

“აუცილებელიც არის ზუგდიდში არსებობდეს მამა ილიას ქუჩა და მოხარული ვარ რომ ამას ჩვენი თანაქალაქელებიც ითხოვენ. დებულების მიღებისთანავე ერთ-ერთ ქუჩას მამა ილიას სახელი აუცილებლად დაერქმევა”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

 

 

banner
წინა სტატიაშიN17 დაწესებულების დირექტორის დაკავების გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: არ ვიცი რა უნდა ურჩიოს გონივრული სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს