ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა (FOTO)

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირუტყვის საძოვრად იქცაზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის მთლიანი მოცულობა 26 ჰექტარს შეადგენს, განადგურების პირასაა. ეკალ-ბარდებით დაფარული ტერიტორია,გამხმარი ბზა,გაუსხვლელი ხეები და დაბინძურებული ხელოვნური ტბა,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ესაა ზუგდიდელების სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის დღევანდელი სახე.

უფრო მეტიც, ბაღი მოსახლეობამ ოთხფეხა ცხოველების საძოვრად აქცია. 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბოტანიკური ბაღის მოვლა-რეკონსტრუქცია იყო. დაბინძურებული ბაღის გამო უკმაყოფილებას მოსახლეობაც გამოთქვამს.

ადგილობრივები ამბობენ,რომ ბოტანიკური ბაღი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისაა და ის იდეალურად სუფთა უნდა იყოს. საპირისპიროს ამბობს ქალაქის მერი. მისი განმარტებით,ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი სწორედ ბაღში ჩატარებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა,კერძოდ ტბის აღდგენისთვის. ასევე განმარტავს, რომ ბაღში დასუფთავების სამუშაოები ყოველთვე ეწყობა. გოგოხია აცხადებს,რომ ბაღში საქონლის შეყვანა აკრძალულია, თუმცა ასეთი ფაქტები ადრეც გამოვლინდა და კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში საქონლის მეპატრონე აუცილებლად დაჯარიმდება.

მერის განმარტებები სხვაა,ფაქტი კი სხვა. კადრებიდან ბოტანიკურ ბაღში არსებული რეალური მდგომარეობა ნათლად ჩანს.სანამ ბაღს რეკონსრტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდება,მოსახლეობა მის დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას ითხოვს.

DZROX1DZROXA5DZROX3DZROVA2DZROXA8

 

წყარო:” ODISHI NEWS

 

banner
წინა სტატიაშიუზენაესმა სასამართლომ შს სამინისტროს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო
შემდეგი სტატიასირიაში ირანის პრეზიდენტის მცველი მოკლეს… (+ფოტო)