ზუგდიდისა და წალენჯიხაში გამგებლის წარმომადგენლებს „აგრო ბარათები“ გადასცეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოტანილიქნა სასოფლო–სამეურნეო ხვნის ბარათები. ყველა ბარათი გადაეცათ გამგებლის წარმომადგენლებს. მოსახლეობას დღეიდან შესაძლებლობა ექნება მიმართონ წარმომადგენლებს თავიანთ ტერიტორიულ ერთეულებში და მიიღონ თავიანთი კუთვნილი ბარათი. პირველ ეტაპზე ჩამოტანილია –5405 სახნავი ბარათი.დღეს, ზუგდიდსა და წალენჯიხაში „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში „აგრო ბარათები“ გადასცეს. სოფლის მეურნეობის წარმომადგენელმა გამგებლებს აგრო ბარათების გამოყენების ინსტრუქცია გააცნო და მათ შეკითხვებასაც უპასუხა. აგრო ბარათების გადაცემას ზუგდიდის გამგეობისა და სამგერელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობაში „აგეო ბარათების“ დარიგება ორშაბათიდან დაიწყება.
სამეგრელოში „აგრო ბარათებით“ სულ 99 437 მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აქედან, ზუგდიდში აღნიშნულ ბარათებს 27 ათასზე მეტი ფერმერი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
ბენეფიციარებს, რომელთაც 0, 25ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნიათ 50 ლარის ეკვივალენტის ქულა დაერიცხებათ, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების შესაძენად გამოიყენებენ. რაც შეეხება 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთებს, ფერმერები 1 ჰა-ზე 140 ლარის ღირებულების სარგებელს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: საერთოდ არ გვაინტერესებს ისინი რას ამბობენ
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს