ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდს არც ერთი დღით არ დატოვებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდს არც ერთი დღით არ დატოვებს. პატრიარქის ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ დღეს მრევლს ქადაგებისას აცნობა.

მისი თქმით, ხობისა და ფოთის ეპარქიის მსგავსად წინა წლებშიც იყო მსგავსი თხოვნები, რომ კვართი ერთი დღით სხვდასხვა ტაძრებში დაევანებინათ და ყველა წინა შემთხვევის მსგავსად, პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვართი ზუგდიდში დარჩება. მიტროპოლიტის განმარტებით, ვიდრე ზუგდიდის საკათედრო ტაძრის მშენებლობა არ დასრულდება და ტაძარში კვართის დასაბრძანებლად ყველანაირი პირობა არ შეიქმნება, სამოსელი დადიანების ისტორიულ მუზეუმში დარჩება. შეგახსენებთ, რომ კვართის ერთი დღით ხობის ტაძარში დაბრძანების თხოვნით ხობისა და ფოთის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კვართის მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ასევე ერთი დღით დაბრძანების სურვილი პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მთავარი პრობლემა იმ ადამიანის მიერ ქვეყნის მართვაა, ვინც არ არის ანგარიშვალდებული
შემდეგი სტატია“ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში”- ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა