ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარი სტიქიამ იმსხვერპლა

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოოპარკის ადმინისტრაცია ადასტურებს ცხოველების ნაწილის ლიკვიდაციის ფაქტს.

ზოოპარკის მიმდებარე ტეირორიიდან დახოცილი გარეული ცხოველები ამოიყვანეს. მათ შორის არის 2 ლომი და 4 ვეფხვი. ყველა მათგანი წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

გადარცენილი ცხოველების უსაფრთხოების ზომები უკვე მიღებულია, მერიის საქალქო სამსახურებში კი ზოოპარკის გადატანის საკითხი აქტუალური გახდა.

ცხოველების დახოცვასთან დაკავშირებით ზოოპარკის დირექტორს კითხვები აქვს, ამის შესახებ ზურაბ გურიელიძემ მედიასთან  განაცხადა და არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი პირის მიერ არსებული ვითარების ბოროტად გამოყენება მომხდარიყო.

“იმ შემთხვევაში, თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ მისი ლიკვიდაცია გასაგებია. მაგრამ ბევრი რაღაცეები გარკვევას მოითხოვს ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, რომ ცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა, უბრალოდ ზოგიერთმა პირმა არსებულ ვითარებაში ბოროტად ისარგებლა”, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა სტიქიასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიადაზარალებულების დასახმაბლად თბილისის გამგეობებში თანამოქალაქეების ნაკადი არ წყდება (ფოტო)