ზოოპარკის დირექციაზე საქმე აღიძრა…

გურიელიძ

„ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, საფრთხე არ არსებობდა, ამის მიუხედავად შსს მაინც პატრულირებდა ტერიტორიაზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა.
ვაცნობიერებ, რომ ჩემი ინფორმაციით გაავრცელეს ინფორმაცია საფრთხის აღარ არსებობის შსახებ, და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
,,გვეგონა, რომ ვეფხვი ლაფში იყო ჩაფლული, თუმცა აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო,, განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით ზოოპარკს კვლავ აკლია 2 ცხოველი: ვეფხვი და აფთარი.
როგორც ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, აფთარი, რომელიც პატარა ზომისაა ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პროკურატურამ ზოოპარკის დირექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე საქმე 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც საჯარო მოხელის მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებას აქვს მიზანი – გადარჩეს! და გადარჩეს თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე,,
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას სტიქიის ზონა და ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა