ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქციები გაიმართებათბილისის ზოოპარკის დირექტორის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დღეს აქცია დაიგეგმა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 19:00 დაიწყება.

“დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს რომდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ. შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთეაურების გადადგომა” ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძის დაკითხვას საია-ს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე დაესწრება
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება