ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

თბილისის მერიასთან ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქცია ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეგან ჯორჯიას” მიერ.
აქციის 20-მდე მონაწილეს უჭირავს შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები: “ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი”, “ზოოპარკი ციხეა”.
როგორც “ვეგან ჯორჯიას” წარმომადგენელი ვახტანგ უშვერიძე აცხადებს, მათი მოთხოვნაა საერთოდ გაუქმდეს ზოოპარკი, რადგან მისი თქმით, ეს არის ცხოველებისთვის საპყრობილე.
აქციის მონაწილეები გამოდიან ინიციატივით, ქალაქგარეთ ცხოველებისთვის ნაკრძალი განთავსდეს.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონის დეზინფექცია დასრულდა
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: რუსეთი მეზობლებს საკუთრებად განიხილავს