ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს

დღეს დილით ზურაბ გურიელიძემ შს სამინისტროს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, რომ ზოოპარკი ვერ პოულობდა კიდევ ერთ ვეფხვს

ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ფოტომონტაჟის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მზია შარაშენიძემ განაცხადა, გუშინ და დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე ნაპოვნი არის ვეფხვი, მგელი და სხვა ცხოველები. ამ შეტყობინებების საფუძველზე ჯგუფებს უწევთ ქალაქში გასვლა. თუმცა შარაშენიძის ინფორმაციით, არც ერთი ცხოველი მითითებულ ადგილას არ აღმოჩენილა.
ზოოპარკის წარმომადგენელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ საკუთარი თვალით არ ნახავენ ცხოველს, არავითარ შემთხვევაში ინფორმაცია არ გაიზიარონ. მისივე თქმით, სტიქიის შემდეგ არც ერთი ცოცხალი და მკვდარი ზოოპარკის ბინადარი თბილისის მასშტაბით ნაპოვნი არ არის და დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა გაქცეულია თუ არა ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი. ზოოპარკში ამ წუთებში გაწმენდითი სამუსაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება
შემდეგი სტატიაწყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება