“ზონა news” –სი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

“ზონა news”–სი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებსუკრაინიდან გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს საქართველოს მთავრობაში “სკამს” უზადებენ. “ზონა news” ინფორმაციით იანუკოვიჩი “სნგ” – ს ქვეყნების მიმართულებით იმუშავებს. თუმცა რა ერქმევა იანუკოვიჩის თანამდებობას “ოცნების ხელისუფლებაში” და რომელ სამთავრობო შენობაში დაიდებს იგი სამუშაო ოთახს ჯერ უცნობია. ვიქტორ იანუკოვიჩის საქართველოში ჩამოყვანა და თანამდებობაზე მისი დანიშვნის იდეა, როგორც “ზონა news” – ს განუცხადეს თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს და კახი კალაძეს ეკუთვნის.

არსებული ინფორმაციის გადამოწმება დასახელებული მინისტრების პრეს-სამსახურებში სცადეს, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს–წერს “ზონა news” გამოცემა

შეგახსენებთ, რომ “სნგ”-ს შემადგენლობაში შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთ.

banner
წინა სტატიაშიმუგაბეს იუბილეზე 20.000 სტუმარს სპილოებს და ლომებს დაუკლავენ
შემდეგი სტატიააფხაზები სოხუმის აეროპორტის ამუშავებას გეგმავენ