“ზოგი ჭირი მარგებელია”- ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკზე

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ “ზოგი ჭირი მარგებელია”. ამასთან, ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ არ იცის, ვის რამდენად მოეწონება მისი ეს ნათქვამი.

“ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ზოოპარკს ყიდულობს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მტაცებელი ცხოველის კვალი არ აღმოჩნდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: საკრებულოში “ქართული ოცნების” შემადგენლობა დასხდა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვა