ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

განცხადებაში მოსალოდნელი წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ არის საუბარი.

„24 ივნისს დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ასევე ელჭექის დროს ქარის შკალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, ზოგიერთ მდინარესა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდოდონა კიზირიას ტესტი
შემდეგი სტატია«ალ-ჯაზირას» ჟურნალისტის დაკავება ეგვიპტის მიერ გერმანიის მთავრობაზე ზეწოლის შედეგად განხორციელდა