ზოგადი უნარების შედეგები და სტატისტიკა ცნობილია

2015 წლის ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის უფრო რთული იყო ვიდრე მეორე და მესამე ვარიანტისთვის. ამის შესახებ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განაცხადა

,,საშუალო სირთულეს თუ ავიღებთ, შედარებით რთული იყო მეოთხე და პირველი  ვარიანტი, შედარებით მარტივი მეორე და მესამე.  შესაბამისად მინიმალური კომეტენციის ზღვარი მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის იქნება 23 ქულა, ხოლო მეორე და მესამესთვის 24 ქულა,”- განაცხადა სოფო დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, უნარების გამოცდაში ჩაჭრის მაჩვენებელი ვარანტების მიხედვით 12-13%-ია. თუმცა არიან აბიტურიენტები, ვინც მაქსიმალური ქულები დააგროვეს.

80 ქულა დაიწერა მხოლოდ პირველ ვარიანტში, ხოლო 79 ქულიანი აბიტურიენტი ყველავარიანტშია.

როგორც სოფო დოლიძემ საუბარში აღნიშნა, წელსაც, წინა წლების მსგავსად, ვერბალურ ნაწილში უკეთესი შედეგებია, ვიდრე მათემატიკურში. თუმცა საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი ამ ფაქტს აბიტურიენტების დაღლის მომენტს უკავშირებს.

რაც შეეხება აპელაციას – შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეეძლებათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი – მთავარი ორიენტირი იქნება, სოციალურად დაუცველები არ დაიჩაგრონ
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დაიხუროს