ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთს ნეხვის ქვეყანა უწოდა

Zlatan-Ibrahimovic-PSG,,პსჟ,,-ს მიერ საფრანგეთის 29-ტურში ,,ბორდოსთან,, გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ,,პსჟ,,-მ 2:3 წააგო, ამ მატჩში დუბლის ავტორმა, ,,პსჟ,,-ს ფორვარდმა, შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თამაშში ცუდი მსაჯობით განაწყენებულმა, საფრანგეთს ნეხვის ქვეყანა უწოდა.

,,ჩემი 15 წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, არც ერთხელ არ მინახავს ისეთი ცუდი მსაჯობა, როგორიც ამ ნეხვის ქვეყანაში. ეს ქვეყანა უბრალოდ არ იმსახურებს იმას, რომ ,,პარი-სენ-ჟერმენი,,-ს მსგავსი გუნდი მის ჩემპიონატში მონაწილეობდეს,, განაცხადა მატჩის შემდეგ პრესასთან საუბრისას.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის ,,ტვიტერზე,, გავრცელებული განცხადებით,  იბრაჰიმოვიჩის განცხადებები შეურაცმხყოფელი იყო ქვეყნის მიმართ და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან მოგვიანებით გაკეთებულ  კომენტარში აღნიშნა, რომ მას არა ქვეყანა, არამედ საფრანგეთის ჩემპიონატი ჰქონდა მხედველობაში… თუმცა მიუხედავად ამისა ბოდიში მაინც მოიხადა.

banner
წინა სტატიაშიმე შემაძრწუნა ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა სასულიერო პირის ეპისკოპოსის ქადაგებამ
შემდეგი სტატიაბელგიის პრემიერი გეების კონკურსის ჟიურის წევრია